ბრიტნი სპირსის წარუმატებელი თვითმკვლელობა |
||
---|---|---|
ბრიტნი სპირსმა, სანამ თავის ქმარს მესამე შვილის ყოლას შესთავაზებდა, თავის მოკვლა სცადა. 25 წლის მომღერალი, როგორც ჩანს თავს ვეღარ აკონტროლებს. ალკოჰოლისტებისათვის განკუთვნილ კლინიკაში ყოფნის პირველ დღეებში მომღერალმა საკუთარ გადაპარსულ თავზე 666 დაიწერა და შენობაში დაიწყო სირბილი ყვირილით: “მე ანტიქრისტე ვარ!” იმავე საღამოს ბრიტნიმ ცხოვრებასთან ანგარიშის |
||
გასწორება მოინდომა, _ იტყობინება სპირსის მეგობარმა. მან ზეწარი ჩამოკიდა ჭაღზე და თავის ჩამოხრჩობა სცადა. საბედნიეროდ, ექიმებმა მოუსწრეს და არ დაშავებულა. ინციდენტიდან რამდენიმე დღეში, მომღერალს სიკვდილის სურვილი დედობის სურვილით შეეცვალა. ყოფილ ქმარს კევინ ფედერლაინს დაუკავშირდა და უთხრა, რომ მასთან დაბრუნება და შვილის გაჩენა სურდა. _ ის საათობით ელაპარაკებოდა კევინს ტელეფონზე, რომ ისევ ოცნებობდა მათ ბედნიერ ცხოვრებაზე და ბავშვის დაბადებაზე. კევინი მისთვის ყოველთვის ციხე-სიმაგრე იყო, ამიტომაც გადაწყვიტა ბრიტნიმ რომ მათ ქორწინებას მეორე შანსი მისცეს, _ განაცხადა წყარომ. |
||
5.03.2007 |